ნიუ-იორკში საჩემპიონო ქამრები მოიპარეს
ნიუ-იორკის შტატის ქალაქ კანასტოტში, კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზიდან ექვსი საჩემპიონო ქამარი მოიპარეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ქურდი დამოუკიდებლად მოქმედებდა.
მოპარული საჩემპიონო ქამრები სამ ვიტრინაში იყო გამოფენილი. დაიკარგა კარმენ ბაზილიოს ოთხი და ტონი ზეილის ორი საჩემპიონი ქამარი.
ბაზილიო 1948-61 წლებში გამოდიოდა, 79 ბრძოლაში 56 გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონი იყო ნახევრადსაშუალო და საშუალო წონით კატეგორიებში. გარდა ამისა, 1957 წელს, ავტორიტეტულმა ჟურნალმა The Ring-მა წლის მოკრივედ დაასახელა.
ზეილმა 1934-48 წლებში 87 ბრძოლა ჩაატარა და 67 მოიგო. ის დიდი ხანი იყო საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, 1946 წელს კი წლის საუკეთესო მოკრივედ აღიარეს.