მნიშვნელოვანი
,,კაზინოს მეპატრონეები წარმოდგენილი არიან პარლამენტსა და მთავრობაში“ – გიორგი გუგავა
ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ონლაინ აზარტული თამაშების დარეგულირება შეუძლებელია და იგი საერთოდ უნდა აიკრძალოს საქართველოში. რაც შეეხება კაზინოებს, როგორც გიორგი გუგავამ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ აღნიშნა, მათთვის აუცილებელია რეგულაციების დაწესება.
გიორგი გუგავას თქმით, სათამაშო ბიზნესი ხელშეუხებელია, რადგან კაზინოების მეპატრონეები პარლამენტსა და მთავრობაში არიან წარმოდგენილი, ნაწილი კი, ,,ქართული ოცნების’’ შემომწირველია.
მოისმინეთ გიორგი გუგავას ხმა.