მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

სალომე ზურაბიშვილმა ლაგოდეხში ვარდის სათბური დაათვალიერა [ფოტო/ვიდეო]

სალომე ზურაბიშვილი კვლავ კახეთშია. საქარვთველოს პრეზიდენტმა დღეს 27 ივლისს ლაგოდეხში, ადგილობრივი ფერმერის ვასილ აფციაურის ვარდის სათბური დაათვალიერა. ის ფერმერს და მისი ოჯახის წევრებს ესაუბრა.

ვასილ აფციაურს ვარდის სათბური უკვე წლებია აქვს და ცოტა ხნის წინ მცირე ბიზნესი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გააფართოვა.

სალომე ზურაბიშვილმა ვარდის სათბურის დათვალიერების შემდეგ კახეთი დატოვა. მანამდე პრეზიდენტი რეგიონში 3 დღე იმყოფებოდა. 26

ივლისს ლაგოდეხში, “როჭოს ჩანჩქერი” მოინახულა.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა რადიო “ჰერეთს” განუცხადა, მას შემდეგ რაც კახეთში ტურისტულ ინფრასტრუქტურას და მარშრუტებს გაეცნო, გეგმავს შეხვდეს ტურიზმის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, რათა “კახეთში მოგზაურობის შემდეგ უამრავი მოსაზრება აქვს”.

“კახეთი თავისი რესურსებით არის მდიდარი რეგიონი. ლაგოდეხის ნაკრძალი კი არის ერთ-ერთი საუნჯე სადაც ბევრი ტურისტი ჩამოდი. აქ ჩამოდიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ის ტურისტები, რომლებმაც იციან აქაურობის ფასი. მსოფლიოში კლიმატური დაბიძურების ფონზე უნიკალური ადგილები ძალიან ცოტა რჩება და აქ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. რუსული ავიაემბარგოს შემდეგ ლაგოდეხში რუსი ტურისტების პრობლემა არ არის, რადგან ისინი უშალოდ აქ ისედაც ნაკლებად ჩამოდიოდნენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button