მსოფლიოსიახლეები

ფაშინიანი და ალიევი მოსკოვში აღლუმს არ დაესწრებიან

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთში 24 ივნისისთვის გადადებულ საზეიმო ღონისძიებებზე, რომელიც “სამამულო ომში” გამარჯვების 75-ე წლისთავს უკავშირდება, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები აღარ მიემგზავრებიან.

“პატივცემულო ვლადიმირ ვლდიმიროვიჩ, მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ ვერ შევძლებ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრებას. როგორც იცით, დიდი სიამოვნებით მივიღე თქვენი მოწვევა და ვაპირებდი მოსკოვში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას, თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აღნიშნული ვიზიტის საშუალებას არ მაძლევს.” – წერს ფაშინიანი პუტინს წერილში, რომელსაც სომხური მედია აქვეყნებს.

აქვე, ფაშინიანი “იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში პუტინს შეხვდება, რათა ქვეყნებს შორის სამოკავშირეო საკითხები განიხილონ”.

გუშინ, 18 ივნისს, აზერბაიჯანში კარანტინის მიზეზით, მოსკოვში აღლუმზე დასწრებაზე უარი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button