მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კელი დეგნანი პარლამენტს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს

პარლამენტზეა დამოკიდებული მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება და შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს.

“კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა წინაპირობაა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა განაცხადეს თანხმობა ამ საკითხზე, რომ საჭიროა განხორციელდეს ფართო და ინკლუზიური დებატი სასამართლო რეფორმაზე და შემდეგ დაიწყოს რეფორმა. სწორედ ამის გზამკვლევია მოცემული 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს. დოკუმენტი გულისხმობს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, სანამ ეს ფართო და ინკლუზიური დებატი განხორციელდება სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად”, – ამბობს დეგნანი.

დიპლომატი იმედოვნებს, რომ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო დებატები შედგება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი 17 ივნისს დაუჭირა – მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button