კელი დეგნანი რუსთაველზე დაგეგმილ ღირსების მარშს ეხმაურება
დღეს, 5 ივლისს რუსთაველზე დაგეგმილ ღირსების მარშს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ეხმაურება.
აშშ-ის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიცია მშვიდობიანი მონაწილეების უფლებებს დაიცავს.
“საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მისი ყველა მოქალაქის დაცვას, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებას, ისევე როგორც ამერიკის კონსტიტუცია, იმისდა მიუხედავად, რომ შეიძლება ეს აზრი იყოს არაპოპულარული და უმრავლესობისთვის წინააღმდეგობრივი.
გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციას აქვს სათანადო უნარები და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ მშვიდობიან მონაწილეებს უფლება მისცენ გამოხატონ თავისი უფლება და განახორციელონ ეს უფლება, ხოლო ისინი, ვისაც სურთ რომ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას, ძალადობით და ზიზღით არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას “,- თქვა კელი დეგნანმა.
დღეს, 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” დასასრულს, რუსთაველზე “ღირსების მარში” გაიმართება.
“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო მსვლელობას გეგმავს საპატრიარქო.