კენიაში საგანებოდ დაფრენილი Air France-ის თვითმფრინავის ბორტზე ბომბის მულიაჟი იპოვეს [Photo/video]

ავიაკომპანია Air France-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მავრიკის რესპუბლიკიდან პარიზში რეისს ასრულებდა, კენიის ქალაქ მომბასის აეროპორტში საგანგებოდ დაფრინდა.

სააგენტო Reuter კენიის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თვითმფრინავი მომბასის აეროპორტში ავარიულად მას შემდეგ დაეშვა, რაც ბორტზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. Boing 777-ის პილოტებმა ექსტრემალური დაშვების შესახებ ნებართვა ითხოვეს. მათი ცნობით, გაურკვეველი წარმოშობის ნივთი, რომელიც ბომბს ჰგავდა, თვითმფრინავის ტუალეტში აღმოაჩინეს.

ავიალაინერის ბორტზე 459 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა და მათი სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც Air France-ის დირექტორმა – ფრედერიკ გაჟეიმ განაცხადა, ეს იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი, რომელიც ბომბის იმიტაციას წარმოადგენდა და თვითმფრინავის ერთ-ერთი ტუალეტის კარადაში იყო მოთავსებული.

აეროპორტში სპეცდანიშნულების ჯგუფები მუშაობენ. მიმდინარეობს თვითმფირნავის შემოწმების სამუშაოები, ყველა დანარჩენი რეისი დროიბით გადაიდო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25720″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button