მაკოლეი კალკინმა თავისი ცნობილი როლი ხელახლა შეასრულა [Photo/video]

უკვე დიდი ხანია, რაც ამერიკელ მსახიობს – მაკოლეი კალკინს თაყვანისმცემლები არ გაუხარებია. იგი ყველას საკულტო ფილმიდან – “მარტო სახლში” დაამახსოვრდა, სადაც მან ანცი ბიჭი კევინის როლი ითამაშა, – იუწყება სააგენტო TCH.

ახლა კი სოციალურ ქსელებში ახალი რგოლი გამოჩნდა, სადაც კალკინმა კევინის როლი კვლავ შეასრულა, მაგრამ ამჟამად იგი უკვე ზრდასრული მამაკაცია.

კალკინმა სერიალ DRYVRS-ში ახალი როლი მიიღო, სადაც ტაქსის მძღოლი განასახიერა, რომელმაც მანქანის ტარება არ იცის. გაკვირვებული მგზავრი საჭეს თვითონ მიუჯდება და მძღოლის უცნაურ ისტორიას მოისმენს.

როგორც მონათხრობიდან ცნობილი ხდება, ოდესღაც მძღოლმა საბავშვო ტრავმა მიიღო, იგი მშობლებმა სახლში მარტო დატოვეს. “დრაივერი”თავის სახელს არ ამხელს, მაგრამ სიუჟეტიდან ისედაც ყველაფერი ნათელი ხდება.

სერიალის ეპიზოდი ინტერნეტში განთავსდა და 24 საათის განმავლობაში 3 მილიონი ნახვა დააგროვა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25726″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button