მაილი საირუსმა თაყვანისმცემლები საბოლოოდ გააოგნა [Photo/video]
ეპატაჟური მომღერალი – მაილი საირუსი ეკზოტიკურ სამოსში გამოწყობილი სცენაზე გამოჩნდა და პერფორმანსის დროს გაშიშვლება დაიწყო, შემდეგ კი ტანსაცმელი მაყურებელს ესროლა, – იუწყება The Daily Mail.
მაილი საირუსის კონცერტი ვანკუვერში, სახელწოდებით – Milky Milky Milk გაიმართა. იმის მიუხედავად, რომ საკონცერტო დარბაზში მოწევა აკრძალული იყო, ერთ-ერთი სიმღერის შესრულების დროს ვარსკვლავმა სცენაზე სიგარეტიც მოწია.
კონცერტის მსვლელობისას საირუსმა იმიჯი რამდენჯერმე შეიცვალა და პატარა ბავშვის როლიც განასახიერა, რომელიც გიგანტური ბოთლიდან რძეს სვამს.
შეგახსენებთ, რომ მაილი რეი საირუსი (ინგლ. Miley Ray Cyrus; დ. 23 ნოემბერი 1992 წელი, ნეშვილი) — პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობია. იგი ცნობილი გახდა Disney Channel-ის სერიალ ჰანა მონტანაში მონაწილეობით, სადაც მთავარი როლი შეასრულა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25730″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]