NDI-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 24% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 58% კი, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. NDI-ის გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ საქართველო არც ერთ ორგანიზაციაში არ უნდა გაწევრიანდეს.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69 პროცენტისთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატოს წევრი მისაღებია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21 პროცენტი აცხადებს, რომ ეს მიუღებელია.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ენდიაი პარტიების მხარდაჭერის შესახებაც აქვეყნებს კვლევებ. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას – ამ კითხვაზე 60 პროცენტს უარყოფითი პასუხი აქვს. 35 პროცენტი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

მათგან, ვინც აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს ხმას, 30 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას ასახელებს, 25 პროცენტი ნაციონალურ მოძრაობას, 12 პროცენტი კი თავისუფალ დემოკრატებს.

ყველა გამოკითხულმა უპასუხა კითხვას, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. მათგან 18 პტოცენტი ქართულ ოცნებას ასახელებს, 14 პროცენტი – ნაციონალურ მოძრაობას, გამოკითხულთა 9 პროცენტი კი თავისუფალ დემოკრატებს. 30 პროცენტი აცხადებს, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. წინა კვლევებთან შედარებით ქართული ოცნების მომხრეთა რაოდენობა გაზრდილია 14-დან 18-მდე.

სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button