მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კენჭისყრის დაწყებიდან 2 საათში ხმა მისცა 154 163-მა ამომრჩეველმა

ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 10:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 7.38% იყო.

კენჭისყრის დაწყებიდან 2 საათში ხმა მისცა 154 163-მა ამომრჩეველმა. 10:00 საათისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი, 9.2% იყო რაჭა-ლეჩხუმში და ყველაზე დაბალი, 5.1% – მცხეთა-მთიანეთში.

მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია 2 088 722 ამომრჩეველი. 64-დან 20 მუნიციპალიტეტში, მათგან 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერს ირჩევენ, ხოლო 24-ში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს.

კენჭისყრის პირველი ტურისთვის, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 497 345. 2 ოქტომბრის 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 7.41%.

საქართველოში დღეს 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button