რეგიონისაქართველოსიახლეები
„ხალხი შიმშილით იხოცება”
რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის 30-მდე მოვაჭრემ ბაზრის ტერიტორიაზე აქცია გამართა. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ გასაყიდად შეძენილი ხილ–ბოსტნეული უფუჭდებათ და ღია ტიპის ბაზრის გახსნას ითხოვენ.
„ხალხი შიმშილით იხოცება, ხომ უნდა ამოუდგნენ მხარში. აუცილებლად მოვითხოვთ ბაზრის გახსნას. მოგვცენ საშუალება რომ ვიმუშაოთ, ეს არის ჩვენი შემოსავალი და ამაზე ვართ დამოკიდებული, რომ ოჯახები შევინახოთ“. – აცხადებენ მოვაჭრეები.
ბაზარი უკვე 2 კვირაა დაკეტილია, იქ დასაქმებული პირები კი, შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.