მნიშვნელოვანისიახლეები

ხალხის მანდატით ვხელმძღვანელობთ და არა ენმ-ს დღის წესრიგით-პაპუნაშვილი

საქართველო მხარს უჭერს პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული – არჩილ თალაკვაძე

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს აფასებენ თბილისში. “ქართული ოცნება” საერთაშორისო საზოგადოებისგან ადეკვატური ნაბიჯების მოლოდინშია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მზად არიან მეგობარ უკრაინას საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადონ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული.
პარტია “გირჩი” მიიჩნევს, რომ სანქციების პაკეტს საქართველოც უნდა შეუერთდეს.

რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საქართველო უსაფრთხოების ინტერესებით ხელმძღვანელობს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მხარს უჭერს, თუმცა სანქციებსა და რეზოლუციაზე საუბარს ოპოზიციის მხრიდან ისტერიას უწოდებს. პაპუაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას “ოცნება” ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

იაგო ხვიჩიას და არჩილ თალაკვაძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button