რეგიონი

ლაგოდეხში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ლაგოდეხში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე 236-ე მუხლებით წარიმართება, აფეთქებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.

თავად ჯემალ ნიაზოვი, მეუღლესთან ერთად, ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში იმყოფება.
ნიაზოვი განმარტავს, რომ მისი სახლის ჭიშკართან ახლოს სათვალთვალო ვიდეო-კამერებია დამონტაჟებული და სავარაუდო ბრალდებულის იდენტიფიცირება არ უნდა გაჭირდეს.

შეგახსენებთ, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ნიაზოვის საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა დღეს, გამთენიისას შეაგდო.
აფეთქებისას, არავინ დაშავებულა.

ვარაუდობენ, რომ ფაქტი ბიზნეს დავას უკავშირდება, რომელიც ნიაზოვებს იმავე სოფელში მცხოვრებ მამედოვების ოჯახთან აქვს.

ორი ხელყუმბარა 2021 წლის 4 ოქტომბერს, მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოშიც შეაგდეს, რისთვისაც პოლიცია ჯემალ ნიაზოვის ვაჟს ეძებს.

ჯემალ ნიაზოვი შევარდნაძის მმართველობის ეპოქაში, სოფელ კაბალის გამგებელი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button