ხალხის ფულის ჭამის საქმედ შევაფასება და მზეთუნახავი სააკაშვილი-ოცნება მესამე პრეზიდენტის პატიმრობას აფასებს

საბიუჯეტო სახსრების საქმეზე სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა, ამ გადაწყვეტილებას კი ხმაურით შეხვედრიან დარბაზში მყოფები.
სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში – მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე „ხალხის ფულის ჭამით დაასრულა“.
„ოპოზიციას თუ მოუსმენ, ყველაფერი, მათი შეფასებით, არის ოპოზიციის დევნა, მაგრამ ფაქტია, დღეს კიდევ ერთხელ, სასამართლოთიც დადასტურდა, რომ ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე ხალხის ფულის ჭამით დაასრულა. ეს, რაც ჩვენ ვნახეთ, არის 9 მილიონის, ხალხის ფულის გაფლანგვა, ხალხის ფულის ჭამა. ეს არის და ეს. ფაქტია, სასამართლოთი დადასტურდა, რომ 9 მილიონი იყო გაფლანგული ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო, არც მის წარმომადგენლობასთან, არც სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელებასთან. თანხები პირდაპირ იხარჯებოდა მის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში. საზოგადოებამ კარგად ნახა ეს, სასამართლო პროცესები საჯარო იყო და დეტალები ვნახეთ. მე ამ საქმეს შევაფასებდი ხალხის ფულის ჭამის საქმედ,” – განაცხადა მახაშვილმა.
მე არ მგონია, პიჯაკები 9 მილიონი ლარი ჯდებოდეს – რა თქმა უნდა, ეს იყო ლოგიკური განაჩენი, სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.
უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ არ გამორიცხავს, „დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, რაზეც პარლამენტი მუშაობს, სააკაშვილის დანაშაულებთან დაკავშირებით კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდეს“.
„ჩვენი ოპოზიცია ფუთავს ამ საქმეს როგორც „პიჯაკების საქმე“. მე არ მგონია, რომ პიჯაკები 9 მილიონი ლარი ჯდებოდეს. იქ არის ძალიან დეტალური ჩაშლა, თუ რაში იყენებდა ის ბიუჯეტის თანხებს. რა თქმა უნდა, ეს იყო ლოგიკური განაჩენი და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე.
ოპოზიციისთვის ბატონი სააკაშვილი არის ე.წ. ბელადი, შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან, რომ ყველანაირად დაიცვან. სტრასბურგის სასამართლომ ბატონი სააკაშვილის ყველა საქმეზე დაადასტურა ის განაჩენი, რაც ჰქონდა ქართულ მართლმსაჯულებას გამოტანილი. შეუძლიათ ეს საქმეც გაასაჩივრონ, რა თქმა უნდა, იგივე შედეგი დადგება,” – განაცხადა მაჭავარიანმა.
ელიტარული კორუფციული სისტემის შემოქმედმა და სიმბოლომ მიხეილ სააკაშვილმა, 2009-2013 წლებში 20 000 000 ლარი დახარჯა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში იყო გაწერილი. ამის პარალელურად, 2009 წელს, პირადად მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავა კორუფციული სქემა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, საიდუმლო ხარჯებიდან დაიწყო თანხების გადახდა მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, განაცხადა.
ბოჟაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა 2009-2013 წლებში, ღია და ფარული ხარჯებით, ჯამში, 30 000 000 ლარზე მეტი გაფლანგა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა კორუმპირებულმა ექსპრეზიდენტმა, სწორედ ასეთი ბელადი და ლიდერი ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას და ასეთი დამნაშავის გათავისუფლებას ითხოვს წლებია დიფსთეითი.
„ელიტარული კორუფციული სისტემის შემოქმედმა და სიმბოლომ მიხეილ სააკაშვილმა, 2009-2013 წლებში 20 000 000 ლარი დახარჯა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში იყო გაწერილი. ამის პარალელურად, 2009 წელს, პირადად მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავა კორუფციული სქემა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, საიდუმლო ხარჯებიდან დაიწყო თანხების გადახდა მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის.
2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის სურვილების ასასრულებლად, დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.
2009-2013 წლებში ღია და ფარული ხარჯებით, ჯამში 30 000 000 ლარზე მეტი გაფლანგა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა კორუმპირებულმა სააკაშვილმა, აი ასეთი ბელადი და ლიდერი ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას, აი ასეთი დამნაშავის გათავისუფლებას ითხოვს წლებია დიფსტეიტი,“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე
მოქალაქეებს ცხრა მილიონს როცა მოჰპარავ, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შესაბამისი პასუხისმგებლობა მოჰყვება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, „სააკაშვილი მასშტაბური კრიმინალია, რომლის წინააღმდეგაც სტრასბურგის სასამართლოში ასი ვერდიქტი არსებობს“.
„შენს მოქალაქეებს ცხრა მილიონს როცა მოჰპარავ და ამ თანხას პირადი ფუფუნებისთვის დახარჯავ, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, პასუხისმგებლობა მოჰყვება. სააკაშვილი მასშტაბური კრიმინალია, რომლის წინააღმდეგაც სტრასბურგის სასამართლოში ასი ვერდიქტი არსებობს. ის არაერთ საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული დამსახურებულად არის. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მის გამართლებას ცდილობს, ელიტური კორუფციისა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი ასი ვერდიქტის თანამზრახველი, თანამონაწილეა. ყველაზე სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც სისტემურად ყველაზე სასტიკ დანაშაულებსაც კი ჩადიოდა, იმდენად გაგულიანებულია გარე ძალების მხრიდან, რომ ელიტური კორუფციის საქმეზეც კი ბედავს და კომენტარებს აკეთებს. საზოგადოებამ იცის, რომ რეციდივისტი-კრიმინალია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა კი არა, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, საკუთარი ინტერესები ამჯობინა, როცა რუსები დააკმაყოფილა და ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ გმირად გამოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, როგორ შეიძლება, ქვეყანას ბოროტი ადამიანი განაგებდეს, რომელსაც, ტყუილების გარდა, ძალუძს, მეორე ადამიანს ჯანმრთელობა წაართვას, ღირსება შეულახოს და სიცოცხლე წაართვას.
„რას ჰქვია, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა?! არ ჩააბარა კი არა, ჩააბარა. ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ სააკაშვილმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, საკუთარი ინტერესები ამჯობინა, როცა რუსები დააკმაყოფილა და ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ გმირად გამოჩნდა, რომელსაც წითელი ხალიჩა დაიმსახურა, სასახლე აიშენა, პოლიტიკური მმართველობა სრულად გადააბარა და ადმინისტრაციული მმართველობა დაიტოვა – ვისაც უნდოდა აღაზევებდა, რა თანხაც უნდოდა, დახარჯავდა კოსმეტიკისთვის, ტანით დახატული სურათისთვის, კბილებით მასაჟისთვის. უამრავი ისეთი თემა აქვს, რაც წარმოუდგენელია, თანამედროვე მსოფლიოში არსებობდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, საქმე ცხრა მილიონში არ არის, საქმეა იმ გარყვინელებაშია, რასაც ქვეყნის ფეხქვეშ გაგდება, ადამიანების წამება და ხარჯები ჰქვია.
„ეს ის ხარჯებია, რაც დათვლილია და რაც ვიცით. როგორ შეიძლება, პრეზიდენტს ბოტოქსებისთვის, დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის ასეთი ხარჯები გაეწია? უშველებელი ხარჯები ოჯახისთვის გასწია. ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ დაარქვეს, თუმცა ეს პროპაგანდისტულია, რადგან მხოლოდ პიჯაკები არ არის, საათებიც არის, მოგზაურობაც, დროს ტარებაც და უშველებელი რესურსი, რაც დახურულია – გახდომაში, კოსმეტიკაში, ბოტოქსებში, საჩუქრებში, მზარეულებში. ეს ხარჯები დაკავშირებული არ ყოფილა იმასთან, რომ პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, კარგად ჩაცმული. ეს იყო ფუფუნებასთან დაკავშირებული ხარჯები. არაერთი მაგალითია ევროპაში, ისრაელში, როცა ქვეყნის ლიდერები საბიუჯეტო თანხების ფლანგვაზე პასუხს აგებენ. ეს არის მართვა და იდეა, ტიპაჟი, როგორ მართავდა ქვეყანას. ის ლაპარაკობს, თითქოს საქართველო გადაარჩინა და რუსეთს თბილისისკენ ჰქონდა სიარული გადაწყვეტილი და მათ წინ სააკაშვილი გადაუდგა, ღრუბელ-ღრუბელ იფრინა და რუსეთის არმიის აგრესია შეაკავა. ეს მოგონილია. როგორ შეიძლება, ქვეყანას ბოროტი ადამიანი განაგებდეს, რომელსაც, ტყუილების გარდა, ძალუძს, მეორე ადამიანს ჯანმრთელობა წაართვას, ღირსება შეულახოს და სიცოცხლე წაართვას. მისი ბოროტების ეს ნაწილი იმ ხარჯებშიც არის გამოხატული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
აი, კიდევ ერთ-ერთი დადასტურება იმისა, რატომ ბედავდა პრეზიდენტის სავარძელში გართხმული კრიმინალი ბიუჯეტის შეჭმას,- წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და მომწონებლებმა ამას “პიჯაკების საქმე” დაარქვეს, კანონმა კი ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მისცა და მილიონების ფლანგვის გამო სააკაშვილს 9 წელი მიუსაჯა.
“საბიუჯეტო სახსრების საქმეზე სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა, ამ გადაწყვეტილებას კი ხმაურით შეხვედრიან დარბაზში მყოფები. აი, კიდევ ერთ-ერთი დადასტურება იმისა, რატომ ბედავდა პრეზიდენტის სავარძელში გართხმული კრიმინალი ბიუჯეტის შეჭმას. შვილის უცხოეთში სწავლის დაფინანსება, საყვარლებისთვის ძვირადღირებული საჩუქრები, სამკაულები, მასაჟები, “ფერწერული” ტილოები, გადაფრენები თუ გადმოფრენები. მისმა მხარდამჭერებმა და მომწონებლებმა კი ამას “პიჯაკების საქმე” დაარქვეს, კანონმა კი ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მისცა და მილიონების ფლანგვის გამო სააკაშვილს 9 წელი მიუსაჯა. ახლა რამდენ რეზოლუციას თუ განცხადებას გამოაგზავნიან მისი ლობისტი უცხოელები ნაკლებად საინტერესოა, ძალიან დაგვავალებენ თუ გვეტყვიან მათ პრეზიდენტს ასეთი შემთხვევის არსებობის დროს როგორ ეპყრობიან,”- წერს ნიკოლეიშვილი.
სიმბოლურია, რომ მზეთუნახავ სააკაშვილს ამ საქმეზე ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ საააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
„ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები მზეთუნახავ სააკაშვილზე საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცეს და დაადგინეს. საერთაშორისო სასამართლოში ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები ბევრმა გაასაჩივრა, მათ შორის იყვნენ მელია, გვარამია, „რუსთავი 2“-ის საქმე, მაგრამ ყველა ჯერზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ სამართლიანი გადაწყვეტილებები იყო გამოტანილი. ამ საქმის გასაჩივრების ილუზია თუ აქვთ, ნახავენ, რომ ესეც სამართლიანი გადაწყვეტილებაა. პოლიტიკურ ნაწილზე დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობს. მათი მმართველობის თაობაზე ფაქტებს დავადგენთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფაშისტური რეჟიმი აღარ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
“სააკაშვილის საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, რაც შეეხება იმ საქმეს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო შეფასებული როგორც “პიჯაკების საქმე,” თვითონ ეს ფორმულირებაც ქართული საზოგადოების დიდი შეურაცხყოფა იყო,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად, საუბარი იყო ცხრა მილიონ ლარზე.
“ყველამ კარგად ნახა, საჯარო წყაროებშიც შეუძლიათ, მოიძიონ, იქ მასაჟები, ვიღაცისთვის ტელეფონის ყიდვა, მზარეულის ჩამოყვანა და ა.შ. მოკლედ, იმ საქმეს, რომელსაც ესენი პიარულად ფუთავდნენ, როგორც “პიჯაკების საქმეს,” რეალურად არის “ცხრა მილიონის საქმე,” რომელიც მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე. ცხრა მილიონის პიჯაკი, არა მგონია, სააკაშვილს ეყიდა. ასე რომ, ეს იყო ის ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალყურს,” – განაცხადა კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, “რადიო თავისუფლების” მიერ 2014 და 2025 წელს არსებულ განსხვავებულ რიტორიკას აფასებს.
მდინარაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ექსპრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალი ელიტური კორუფცია იყო “რადიო თავისუფლებისთვისაც”, თუმცა, იგივე საქმე 2025-ში “პიჯაკების საქმე” გახდა, რაც “დიფ სთეითის” მორიგი დავალებაა აგენტის მხარდასაჭერად.
“დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში “პიჯაკების საქმე” გახდა.
სინამდვილეში “დიფ სთეითის” მორიგი დავალება აგენტის მხარდასაჭერად!
“რადიო თავისუფლება” ერთ-ერთი შემსრულებელია მრავალთა შორის…” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
სააკაშვილი ლაპარაკობს, რომ საქართველო გადაარჩინა, თითქოს, რუსეთს თბილისისკენ ჰქონდა გადაწყვეტილი სიარული და ის მათ წინ გადაუდგა, ან ღრუბელ-ღრუბელ იფრინა და ფოთში შეაკავა რუსეთის არმიის აგრესია – ეს ხომ მოგონილი ტყუილებია?! ქვეყნის 20% არის ოკუპირებული იმის გამო, რომ სააკაშვილმა ქვეყნის ინტერესებს თავისი ინტერესები ამჯობინა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილმა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხები პირადი ფუფუნებისთვის დახარჯა.
„რას ჰქვია ქვეყანა არ ჩააბარა [რუსეთს]?! არ ჩააბარა კი არა, ჩააბარა. ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული იმის გამო, რომ სააკაშვილმა არ იმოქმედა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და თავისი ინტერესები ამჯობინა, როდესაც ერთი მხრივ, რუსები დააკმაყოფილა, ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, მეორე მხრივ, დასავლეთთან გამოჩნდა რუსეთთან მებრძოლ გმირად და წითელი ხალიჩა დაიმსახურა. აიშენა სასახლე და ყველაფერი, რაც მას აინტერესებდა, აღისრულა. ვისაც უნდოდა აძევებდა, ვისაც უნდოდა თავს მოაჭრიდა, რა თანხაც უნდოდა იმას დახარჯავდა კოსმეტიკისთვის, შიშველი ქალის სურათისთვის, კბილებით მასაჟისთვის და უამრავი სხვა თემაა, რომელიც წარმოუდგენელია, თანამედროვე მსოფლიოში, რომ დემოკრატიულ სამყაროში ასეთი ხარჯები გასწიოს ქვეყნის ლიდერმა. აქ მარტო 9 მილიონში არ არის საქმე. აქ არის საქმე იმ გარყვნილებასთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ფეხქვეშ გაგდება, ადამიანების წამება, წართმევა, იქით ხარჯები, როგორიც გინდა. ეს რაც დათვლილია და რაც ვიცით. როგორ შეიძლება რომ პრეზიდენტი ბოტოქსისთვის ამდენ ხარჯს გასწევდეს? ან დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის? ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ დაარქვეს. აბსოლუტურად უსამართლოა ეს, პროპაგანდისტულია. არ არის მანდ პიჯაკები. პიჯაკებიც არის, საათებიც, მოგზაურობაც, დროს ტარებაც და უშველებელი რესურსი, რომელიც დახარჯულია გახდომაში, კოსმეტიკაში, ბოტოქსებში, საჩუქრებში, მოგზაურობაში და ა.შ.,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და ხარჯები გაასაჯაროვა. უწყების ტექსტში ნათქვამია, “2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხა.” მათ შორის სასტუმროს მომსახურებისთვის დახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 მილიონ ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე – მილიონ 400 ათასზე მეტი, ტრანსპორტით მომსახურებაზე – 2 მილიონ ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 250 ათას ლარამდე.