“ხალხის რჩეულის” პირველი საპატიო ჯილდო პატრიარქს გადაეცა

საქართველოს კულტურის პალატამ სპეციალური ჯილდო “ხალხის რჩეული” დააწესა.
ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად, პირველი საპატიო ჯილდო ილია მეორეს გადაეცა.
დაჯილდოების ღონისძიება საპატრიარქოში გაიმართა. უწმინდესს “ხალხის რჩეულის” ჯილდო კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა გადასცა.
პატრიარქმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველობა ურთულესი მოვალეობაა.