მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ხანძრის კერებს სამეგრელოში ამ დრომდე ებრძვიან

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ხანძრის 40 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 19 ამ დრომდე აქტიურია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განმარტებით,11 კერა ლიკვიდირებულია, ხოლო 8 -ზე მიმდინარეობს ლოკალიზაციის პროცესი.
ხანძრის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში დაიწვა ერთი საცხოვრებელი სახლი. ხანძრების ლოკალიზებაში ჩართულია როგორც სამეგრელო – ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე გურიის, იმერეთისა და აჭარის სახანძრო – სამაშველო სამსახურები.
ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა და დააზიანა ელქტროსადენები, რის გამოც 4 იანვარს დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებს.
ამ წუთისათვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია.