ხალვაშის მოთხოვნა “რუსთავი 2”-ის წილების დაბრუნებაზე დაკმაყოფილდა
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, “ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ”, გადაწყვეტილება გამოაცხადა. ურთმელიძემ “რუსთავი 2”-ის წილების დაბრუნებაზე ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.
საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, არსებითი განხილვები 19 ოქტომბერს დაიწყო, პირველი მოსამზადებელი სხდომა კი 17 სექტემბერს გაიმართა.
მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომები კვირაში რამდენჯერმე ინიშნებოდა.
საქმის განმხილველი მოსამართლე ძირითად შემთხვევაში არ აკმაყოფილებდა რუსთავი 2-ის და TV საქართველოს იურისტების შუამდგომლობებს.