მნიშვნელოვანირეგიონი

ხანძარი ბათუმში- დაშავებულია ერთი ადამიანი

ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ლერმონტოვის 107 ნომერში. ცეცხლი ხუთ სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე ბინას გაუჩნდა.

დაშავებულია მამაკაცი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, პაციენტს დამწვრობები სახისა და ხელის არეში აქვს.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზები ჯერუცნობია.

ბინის მეპატრონე ამბობს, რომ სახლი გაქირავებული ჰქონდა. ბოლო რამდენიმე თვეა, იქ დედა-შვილი ცხოვრობდა.

ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რა დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ ოჯახს ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button