მნიშვნელოვანისაქართველო

რუსთავში ორი პოლიციელი დააკავეს

ძალადობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები დააკავეს.

როგორც პროკურატურის პრეს სამსახურში განაცხადეს, “გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს დაზარალებული მეგობრებთან ერთად რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე ერთ-ერთ მაღაზიასთან იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდნენ უბნის ინტპექტორ – გამომძიებლები და ტერიტორიის დატოვება მოსთოხვეს. იმის შემდეგ, რაც მოქალაქემ სამართალდამცავებს მოსთხოვა განმარტება, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა მას ტერიტორია, პოლიციელებმა მას სიტყვიერი შეურაცხმყოფა მიაყენეს და განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს. დაზარალებულმა გაქცევა სცადა , რა დროსაც, პოლიციელები მას დაედევნენ, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა სამსახურეობრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა. წაქცეულ დაზარალებულს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხმყოფაც მიაყენეს”, – განაცხადეს პროკურატურის პრეს სამსახურში.

გამოძიება 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button