საქართველოსიახლეები

ხანძარი თბილისი მოლში

“თბილისი მოლში” ხანძარია. ცეცხლი სავაჭრო ცენტრის პარკინგზე მდგარ ავტომანქანას გაუჩნდა. შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. როგორც უწყებაში აცხადებენ, მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button