მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხარკოვში, დედოფლისწყაროელი, 22 წლის ვანო ჩოხელი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ხარკოვში, წარმოშობით დედოფლისწყაროელი, 22 წლის ვანო ჩოხელი დაიღუპა.

უკრაინის ქალაქ ხარკოვში მცხოვრები ახალგაზრდა, წლების განმავლობაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში სწავლობდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ეროვნებით უკრაინელი დედის გარდაცვალების შემდეგ, ვანო ჩოხელი უკრაინის ქალაქ ხარკოვში, ბებია- პაპასთან წავიდა და სამხედრო აკადემიაში მიიღო განათლება.

წელიწადზე მეტია, გარდაცვლილი რუსეთ–უკრაინის ომში გამნაღმველად იბრძოდა

16 მარტს, ჩოხელი ნაღმზე აფეთქდა.

ვანო ჩოხელი, კახეთში ცხობილი მოჭიდავის, უშანგი ჩოხელის შვილიშვილია

მსგავსი პოსტები

Back to top button