მნიშვნელოვანირეგიონი

ნორვეგიის სამეფოს ელჩი გაეროს ქალთა პროექტის მონაწილეებს შეხვდა

ნორვეგიის სამეფოს ელჩი გაეროს ქალთა პროექტის მონაწილეებს შეხვდა.

პროექტის “500 ქალი ტექში” მონაწილეებთან შესახვედრად, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენი თელავის ტექნოპარკს ესტუმრა.

კახეთის რეგიონში მცხოვრებმა, პროექტის „500 ქალი ტექში“ მონაწილეებმა, ნორვეგიელ დიპლომატს, პროექტის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებები და ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ, ნორვეგიის სამეფოს ელჩს, საკუთარი ინოვაციური პროექტის იდეაც გააცნო.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვხვდები თელავში იმ პროექტის მონაწილეებს, რომლებსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახორციელებს ნორვეგიის სამეფოს დაფინანსებით. ამ პროექტით უნდა აღმოიფხვრას ნაკოლვანებები, რაც ტექნოლოგიურ სფეროში არსებობს, ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით. ეკონომიკური განვითარებისათვის, ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია”- განაცხადა ჰელენ სანდ ანდრესენმა.

შეხვედრაზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

გაეროს ქალთა პროექტში, „500 ქალი ტექში“ პირველ ორ ნაკადში, კახეთიდან 30 ქალი მონაწილეობდა.

მონაწილეებმა საკუთარი არჩევანის შესაბამისად, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ციფრული პროდუქტების ტესტირება, UI/UX II, front-end და back-end დეველოპინგი შეისწავლეს. ამის გარდა, პროექტის ფარგლებში, მათ ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, კარიერული ბუთქემფი და მეწარმეობის შესახებ სემინარები გაიარეს.

პროექტი „500 ქალი ტექში”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, 2021 წელს დაიწყო.

პროექტი, ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე პოპულარულ პროფესიებში, 500 ქალის ევსთვიან უფასო გადამზადებას გულისხმობდა.

„500 ქალი ტექში“ პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათბის საქართველოში” ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button