„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს და ყაზახები ქართული ბაზრიდან გავიდნენ. კომპნია შესაძლოა საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა იყიდოს.

ინფორმაციას ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილიც ადასტურებს.
მინისტრის განცხადებით, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკება და ის თავს შეიკავებს ზედმეტი კომენტარისგან.

„შესაძლოა გაიყიდოს და შესაძლებელია, რომ ჩვენი ბაზრიდან ყაზახები გავიდნენ. თუმცა, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკებები, ასე რომ, მე ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებდი. რაც ხდება კანონიერად და რაც წაადგება კომპანიას და ბიზნესს, ყოველთვის მივესალმებით ამგვარ კერძო გარიგებებს“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

რაც შეეხება იმ დავალიანებას, რომელიც „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გააჩნია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი, პროცენტების დიდი რაოდენობა ბიუჯეტის მიმართ გადახდილია დროებითი მმართველის პირობებში. თუმცა, დარჩენილია დავალიანება, განსაკუთრებით კი ძირი.

„ჩვენ ამაზე გვექნება მოლაპარაკება ახალ მფლობელთან. თუკი კომპანიის გასხვისება მოხდება“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button