ხე-ტყის უკანონო მოპოვება ლაგოდეხში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტყის ფონდში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
უფრო კონკრეტულად კი, უწყების თქმით, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოჭრა კაკლის ხე. შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.