სააკაშვილების სახლიდან ცარიელი ვაზნები ამოიღეს [Photo+Audio]

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თელავის რაიონის სოფელ სანიორეში, სააკაშვილების საცხოვერებელი სახლიდან, რამდენიმე ათეული ცარიელი ვაზნა ამოიღეს.
მომხდარს ოჯახის წევრები პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრობას უკავშირებენ.
საგამოძიებო მოქმედებების დროს, პოლიციის წარმომადგენლებსა და ოჯახის წევრებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა.
როგორც რადიო “თბილისს” მერაბ სააკაშვილმა განუცხადა, სახლის ჩხრეკა უკანონოდ მოხდა, რადგან პოლიციას ჩხრეკის ორდენი არ წარუდგენია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ “ჩხრეკა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე სრულიად კანონიერად მოხდა”.
გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი ან საბრძოლო იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ადგილზე მყოფ პოლიციელებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მოუსმინეთ სანიორეში მცხოვრები მერაბ და ნათია სააკაშვილების ხმას
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”26978″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]