“ხელები შორს რუსთავი2-ისგან”- აქცია საქართველოს ქალაქებში

“ხელები შორს რუსთავი 2-სგან” “არ დავუშვებთ არხის გაჩერებას” – ამ და სხვა ლოზუნგებით ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქციები საქართველოს მასშტაბით12 თვითმმართველ ქალაქში დღეს, 18 ოქტომბერს, ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო. მათ შორის კახეთშიც – თელავში, სადაც 50 მდე მონაწილე ქალბატონი იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ შეუშალოს მაუწყებლობაში ხელი “რუსთავი 2″-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური და პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართავს გეგმავენ.

საპროტესტო ტელეკომპანიის შენობასთანაც მიმდინარეობდა, აქციაში მხოლოდ ქალები იღებენ მონაწილეობას.”რუსთავი2”-ის მხარდამჭერ აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

“რუსთავი 2”-ის საქმეს სასამართლო 19 ოქტომბერს გაინიხილავს, სადაც ტელეკომპანიის მრავალრიცხოვანი მხარდამჭერებიც აპირებენ მისვლას.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button