“ხელისუფლება უხეშად ერევა მოსამართლეების საქმიანობაში”
მთავარმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში შესაძლო ჩარევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის განცხადების და სასამართლოს მიმართვის საფუძველზე, 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაქტების გადამოწმების მიზნით ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეზე ზეწოლას ხელისუფლება ახორციელებს.
“თუ ზეწოლა ჩვენი მხრიდან იქნებოდა, ამის თქმას არავინ დაასწრებდა მათ, ყოველდღიურად გაიმართებოდა ბრიფინგები. მძიმე ზეწოლის ქვეშ არიან მოსამართლეები, პროკურატურაც გაუგებრად დუმს ამ საქმეზე,”-განაცხადა მურადაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ წინასწარ შექმნა სურათი, რომ ეს მოსამართლეები უკანონო კომუნიკაციაში შედიან ყოფილ მაღალჩინოსნებთან.