მნიშვნელოვანისიახლეები

ხელისუფლებამ უკრაინასთან ვერც დიპლომატია გამოიჩინა, ვერც გონიერება და ვერც სოლიდარობა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მთავრობისა და პარლამენტის დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია გამოიჩინა, ვერც გონიერება და ვერც ისტორიული სოლიდარობა. არგძელებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, რის შედეგადაც აზიანებს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას.

„დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთშორისოს – მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მის სიტყვებით, როცა საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ბელარუსის პრეზიდენტი არ გაუფრთხილდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, „დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს – ახია ჩვენზე!“

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა შესაძლოა გასაგები იყოს „მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს. შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ტრადიციულად, ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ“.

შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სიტყვებით „ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9-წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს“, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის თქმით, 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი.

2022 წლის სექტემბერში, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას.
მოგვიანებით ბჟანია ლუკაშენკას მინსკში შეხვდა. ეს შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო.
მისკში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს მოუწოდა პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ბელარუსის ავტორიტარ მმართველს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ოფიციალურად დღემდე არ უღიარებია მოსკოვის მიერ, 2008 წლის აგვისტოში “დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” გამოცხადებული აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი”.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს – ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.
უკრაინაში აგრესიული შეჭრის გამო, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ შემოღებული აშშ-ს და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციებს არ დააწესებს.
………………….
საქართველოს პარლამენტში მოხსენების დაწყებამდე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ბუჩას ტრაგედიიდან 1 წლის თავზე, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

“სანამ მიმართვას დავიწყებდე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას. დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან 1 წლის თავი და გთხოვთ, პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით”, – თქვა ზურაბიშვილმა.

2 აპრილს უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს. მათ შორისაა ქალაქი ბუჩაც, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი რუსული ჯარების სისასტიკემ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

…………….
აღმოჩნდა, რომ ქართველ ხალხს 2018 წლის არჩევნებში არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჰქონია გასაკეთებელი – აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხი ნანობს და ჩემს სინანულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტს შესაძლოა, წითელი ხაზები ჯერ არ გადაულახავს, მაგრამ ფეხი რამდენჯერმე გადასცდა და საქართველოს ძირეული ინტერესების დაზიანებასთან ახლოს დგას.

„დღეს პრეზიდენტმა 12 რეკომენდაციის შესრულების ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ამ გზისთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთა. მისი პარლამენტში გამოსვლა თავიდან ბოლომდე იყო რესტარტი – მიცემული პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. მან ყველა შესრულებულ რეკომენდაციას “ფორმალურად შესრულებული“ უწოდა და უაპელაციოდ მოახდინა იმის დეკლარირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კურსს გადაუხვია. საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი განცხადებებით თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებში “ჩაჯდა“. დღევანდელი გამოსვლა იყო არა რაღაც მიზნის კონსოლიდაციისთვის გამოსვლა, არამედ ეს იყო გამოსვლა მიზნის დაზიანებისათვის. მიზნის დაზიანებისათვის მან “ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ცნობილი მესიჯი გამოიყენა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატის შეფასებით, ის, რაც პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებასთან“ და კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით უაპელაციოდ თქვა, ჭორაობა იყო.

“ადვილია, მხოლოდ აკრიტიკო, როცა ნული პასუხისმგებლობა გაქვს და თან როცა იცი, რომ ამ კრიტიკის გამო ვიღაცამ შენი პოლიტიკური კარიერა უზრუნველყოს. პრეზიდენტის სიტყვებში ეს უფრო იკითხებოდა, ვიდრე რეალური ზრუნვა მშვიდობისა და პოლიტიკური კონსენსუსისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების ინტერესთან დაკავშირებით] სალომე ზურაბიშვილს აქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია, თუმცა, როგორც ჩანს, მას აქვს განსხვავებული ინტერესები, მე არ დავაკონკრეტებ! მაქვს იმედი, რომ ის წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და უკადრებელს არ იკადრებს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე თუ რატომ გამორიცხავს 2008 წელს ომის დაწყებაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ დღეს „მეორე ფრონტზე“ საუბარი არის კონსპირაცია, კობახიძის თქმით, პრეზიდენტს ამ საკითხზე ინფორმაცია აქვს, თუმცა საპირისპირო განცხადებებს აკეთებს.

„მინდა საქართველოში გამოირიცხოს ის, რაც მოხდა 2008 წელს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა და ვმოქმედებთ ამ პოლიტიკის შესაბამისად. 2008 წელს სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ომი, მან დაბომბა მძინარე ცხინვალი და ა.შ. ეს არის მისი დამოკიდებულება. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების ინტერესი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ დავუშვათ. სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ ფართო ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით და ამ ფონზე რატომ აკეთებს საპირისპირო განცხადებებს, ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ. სინამდვილეში, ის საკმაოდ ფართოდ ინფორმირებულია იმ საკითხების შესახებ, რასაც ის კონსპირაციის თეორიას ეძახის. მას აქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ჩანს, მას აქვს განსხვავებული ინტერესები. მე არ დავაკონკრეტებ. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, დღესაც მოვისმინეთ მისი მხრიდან ძალიან ბევრი გაუგებარი განცხადება, თუმცა მე მაინც მაქვს იმედი, რომ ის წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და უკადრებელს არ იკადრებს.

ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა მან ფერი, თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს, მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს. წითელ ხაზებზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარია საქართველოს კეთილდღეობა. დამოუკიდებლობის დაცვა, სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა, ამაში იგულისხმება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში. ამაზე მათ შორის იგულისხმება ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ეს ყველაფერი ასახულია ჩვენს პროგრამაში, საქართველოს კონსტიტუციაში და მივყვებით ამ ყველაფერს განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდებიან. ყველაფერი ნათელია როდესაც ვხედავთ ვის მოსწონს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, მოსწონს სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან ბეჟაშვილს და ა.შ. იმსჯელოს საზოგადოებამ სად ვდგავართ ჩვენ და სად სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კობახიძემ პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას მას აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გაახსენა.

„ის ფაქტი, რომ თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა შევახსენო პრეზიდენტს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო, იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მე არ მინდოდა, თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და მე თქვენ ძალიან მწარედ, ძალიან მძიმედ გაკრიტიკებდით, – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც დღეს წლიური ანგარიში წარადგინა.

ელისაშვილის თქმით, მას წლების წინ ეშინოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იქნებოდა მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას.

„პიროვნულად არაფერს გერჩოდით, ქართულ ემიგრაციას წარმოადგენთ და ერთ-ერთი ხართ იმ გათქვეფილი და გამქრალი ემიგრაციიდან, რომ გადარჩით ქართველად, დაგვიბრუნდით და ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ. მაშინ რისი მეშინოდა და რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა, რადგან მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას. ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა – ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და მეშინოდა, რომ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს. თქვენთან პირისპირ შეხვედრისას ბოდიშიც მოგიხადეთ სწორედ იმ სიტყვების გამო და ახლა ღიადაც ვიტყვი ბოდიშს. არ მესირცხვილება ბოდიშის მოხდა, როდესაც მიმაჩნია, რომ მოსახდელი მაქვს. ბოდიშს გიხდით იმის გამო, რაც დღეს აქ მოვისმინე და რასაც ვისმენ ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში თქვენგან საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს. მადლობა თქვენ იმ პოზიციისთვის, რომლითაც ასე შეუპოვრად და მტკიცედ წარმოაჩენთ საქართველოს. დღეს თუ ვინმე წმენდს ჩვენს ქვეყანას ნამუსს, ეს ხართ თქვენ და უპირველესად, არიან ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში სისხლს ღვრიან, იღუპებიან, მაგრამ ფეხს არ უცვლიან იქ ბრძოლას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button