მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

150 მლნ ევროს შეღავათიანი სესხის შესაძლებლობა საქართველოსთვის

ევროპის კომისიამ მიიღო წინადადება, 3 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება აღმოუჩინოს ათ ქვეყანას გაფართოებისა და სამეზობლოს პროგრამების ფარგლებში, რათა ხელი შეუწყოს მათ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შეზღუდვაში.

ეს წინადადება ავსებს „Team Europe“-ის სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების დახმარებას პანდემიის პირობებში.

დღეს მიღებული წინადადებით, საქართველოს გამოეყოფა 150 მილიონი ევრო. დანარჩენი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ტუნისი და უკრაინა. ამ უკანასკნელისთვის გათვალისწინებულია ყველაზე დიდი წილი – 1,2 მილიარდი ევრო.

ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილემ განაცხადა: „დღეს ევროპის კომისია გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს ჩვენი ათი მეზობლის დასახმარებლად კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. მოვუწოდებ ევროპის პარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს, მარტივად დაამტკიცონ ეს პაკეტი“.

ევროკავშირის ფონდები დასახელებულ ქვეყნებს 12 თვის განმავლობაში, სესხების სახით, ძალიან მოგებიანი პირობებით მიეწოდება, რათა მათ გადაუდებელი ხარჯების დაფარვაში დაეხმაროს.

ევროკომისიის წინადადება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ.

წინადადების დამტკიცების შემდეგ კომისია მზადაა, ქვეყნებთან ინდივიდუალური მემორანდუმების გაფორმების შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად გადაიხადოს პირველი ტრანში. მეორე ტრანში წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის პირველ ნახევარშია გათვალისწინებული, თუკი სესხის მიმღებ ქვეყნებში სესხთან დაკავშირებული პოლიტიკური ზომები დროულად გატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button