მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხელისუფლების დადგმულია – გიორგი ბოტკოველმა „ოცნების“ ბრალდებებს უპასუხა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა „ქართული ოცნების“ აქტივისტის ბრალდებებს რადიო ჰერეთის ჟურნალისტთან უპასუხა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მაცხოვრებელი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აღაჯალა ოღუჯოვი „ნაციონალურ მოძრაობას“ ზეწოლაში და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით,  უცნობი პირები სოფლის ცენტრში დახვდნენ და პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ. ოღუჯოვის მტკიცებით, მისი დაშინება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის ინტერესბშია.

აღაჯალა ოღუჯოვი აგრეთვე იმასაც აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გიორგი ბოტკოველი ამომრჩეველთა მოსყიდვაში ღიად დაადანაშაულა.

„რა კომენტარი უნდა გავაკეთო? სისულელეა. მეტი რომ არაფერი დარჩენიათ, ასეთ რაღაცებს ხლართავენ“, – ამბობს გიორგი ბოტკოველი ჰერეთთან.

„ჯერ არც ვიცი ვინ არის ეგ პიროვნება. როგორც ჩანს, ერთადერთი გზაა ხელისუფლებისთვის, რითაც ცდილობს ადამიანებს და პოლიტიკურ ძალას რეპუტაცია შეულახოს“, – ამბობს ბოტკოველი.

მისი თქმით, აღაჯალა ოღუჯოვს არ იცნობს და რაც მან ილაპარაკა, „ხელისუფლების დადგმული პროვოკაციებია“.

დღესვე კომენტარი გააკეთა თელავის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზურაბ მუსაევმა. მისი თქმით, ოპოზიცია თუ მსგავს ქმედებებს არ მოეშვება, საქმეს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

აღაჯალა ოღუჯოვმა აგრეთვე განაცხადა, რომ მუქარის განმეორების შემთხვევაში პოლიციას მიმართავს.

„სასამართლო კი არა, სადაც უნდა იქ მიმართონ. ეს ყველაფერი არის უაზრობა და აბსურდი“, – განაცხადა რადიო ჰერეთთან გიორგი ბოტკოველმა.

მოისმინეთ გიორგი ბოტკოველის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button