მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ხელვაჩაურის მიწის აღიარების კომისიის წევრი დააკავეს
ხელვაჩაურის მიწის აღიარების კომისიის წევრი დააკავეს. ფაქტს ხელვაჩაურის მერი ადასტურებს. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, სავარაუდოდ, დაკავება გუშინ მოხდა, თუმცა მას სხვა დეტალებზე საუბარი არ სურს. ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ. ამბავი, ხელვაჩაურის მიწის აღიარების კომისიის წევრის დაკავების შესახებ, ტვ25-მა გაავრცელა.