მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხობში “ასტრაზენეკას” ვაქცინაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა

მერიის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ცნობით,ხობში ვაქცინის გაკეთების მსურველი ათი ადამიანი ვერ შეგროვდა, რის გამოც ათ დოზიანი ფლაკონი არ გახსნეს.

უწყების ხელმძღვანელის შორენა საბახტარაშვილის თქმით, ამ დროისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის სურვილი ხუთამდე მედიკოსმა გამოთქვა მხოლოდ.

“მუნიციპალიტეტში მივიღეთ ვაქცინის 250 დოზა და პროცესი დღეს უნდა დაწყებულიყო,თუმცა ასე არ მოხდა”,– ამბობს რადიო თბილისთან ხობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი შორენა საბახტარაშვილი.

ცნობისთვის,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა ვაქცინის 3 100 დოზა მიიღო და ხობის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button