კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ენმ-ს ოფისზე თავდამსხმელის ოჯახის წევრი “ქართულ ოცნებასთან” კავშირს გამორიცხავს

ნიკა მელიას ბანერის დაცხრილვისათვის დაკავებული პირი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანიდან არის. ადგილობრივების განმარტებით, დიმიტრი კასრელიშვილი, ვაჩნაძიანში, მამამისის კუთვნილ სახლში დააკავეს.

კასრელიშვილი, ავღანეთში კონტრაქტით ნამსახური პირია. ის ოჯახთან, მეუღლესა და ერთ შვილთან ერთად, ქალაქ რუსთავში ცხოვრობდა.მოგვიანებით, მან რუსთავში სახლი გაყიდა და საცხოვრებლად, მეუღლის დედასთან გადავიდა.

ვაჩნაძიანში ამბობენ, რომ დიმიტრის მამა, სიმონ კასრელიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში , ქართული ოცნების სასარგებლო აგიტაციას ეწეოდა.

კასრელიშვილის მეუღლე, სოფიო ქემაშვილი განმარტავს,რომ მისი მეუღლე აპოლიტიკური პირია, ქართულ ოცნებასთან კავშირი არ აქვს და მელიას ბანერს, პნევმატური იარაღი ესროლა.

” ჩემი მეუღლე აპოლიტიკური პირია და ძალიან გთხოვთ, ამ ფაქტს ქართულ ოცნებას ნუ მიაწერთ. მას არ უსვრია ბანერისათვის ცეცხლსასროლი იარაღი, ეს არის პნევმატური იარაღი, რომლის შეძენა , დანაშაული არ არის. 17 მარტს, შემთხვევის დღეს ბრუნდებოდა რუსთავიდან, სავარაუდოდ, ტაქსით, რა დროსაც, ნიკა მელიას ბანერს ესროლა. სახლიდან ამოღებულ იარაღზე არაფერი ვიცი, ჯერ ადვოკატიც არ გვყავს”- განაცხადა ქემაშვილმა.

შეგახსენებთ,ნიკა მელიას ბანერს, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზეა გაკრული, 17 მარტს ესროლეს. მომხდარ ფაქტზე,სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს, რომელიც სროლის შდმდეგ, ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან პოლიციამ, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და მარიხუანა ამოიღო.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სიახლის სამართლის კოდექსის 236- ე და 187- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა- შენახვას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კასრელიშვილს 4- დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button