რეგიონი

ხობში, მდინარე მუნჩიაში შუახნის მამაკაცს ეძებენ

ხობში, მდინარე მუნჩიაში შუახნის მამაკაცს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში იმ დროს გადავარდა, როცა იგი ნავით მოძრაობდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ,მდინარე ორდღიანი წვიმების გამო ადიდებულია და სამძებრო სამუშაოები გართულებულია.

მამაკაცი,სავარაუდოდ, წალენჯიხის მკვიდრია.

დაკარგულის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ადგილზე იმყოფება წალენჯიხის მერი გია ხარჩილავაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button