საქართველო

ფორუმი – მომავლის ბანკინგი [ჩართვა]

დღეს  სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისში, გამოცემა ფაინეშელის  (THE FINANCIAL) ორგანიზებით ბანკინგ-ფორუმი “მომავლის ბანკინგი” გაიმართება.

“მომავლის ბანკინგი” ყოველწლიური ღონისძიებაა და მისი მიზანია კომპანიებს საშუალება მისცეს წარმოადგინონ სერვისების წარმართვის, გადახდის მეთოდების, კიბერ თავდაცვისა და მომხმარებლის მომსახურეობის ინოვაციური სერვისები. ფორუმზე პრეზენტაციები და დისკუსიები გაიმარეთება შემდეგ თემებზე: საბანკო რეგულაციები, მომავლის ბანკინგი და კიბერ უსაფრთხოება.

ფორუმი ფინანსურ სექტორში მიმდინარე რელევანტური იდეების გაცვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.  ღონისძიება მხარდაჭერილია  საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ.

ეთერში გვერთვება  გამოცემა ფაინეშელის მთავარი რედაქტორი ზვიად ფოჩხუა 👇📱

მსგავსი პოსტები

Back to top button