კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ხობში ოთხმა ახალგაზრდამ 3 პოლიციელს სცემა

ხობში ოთხი ახალგაზრდა სპორტსმენი სამ პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციელებმა 4 ახალგაზრდას მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, რამაც ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხჰყოფა.
ნაცემია ხობის პოლიციის კრიმინალური განყოფილების უფროსიც.
მომხდარზე სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს – ნ.წ. დ.ყ. კ.კ. არსებული ინფორმაციით, ისინი მოჭიდავეები არიან.
შემთხვევის დროს ბრალდებულები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათგან ორი ადმინისტრაციული, ორი კი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით არის დაკავებული.
შემთხვევა ხობში გუშინ,25 ივლისს მოხდა.