მწვანე გამოფენა GREEN EXPO გაიხსნა [AUDIO]

დღეს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე პირველი მწვანე გამოფენა GREEN EXPO გაიხსნა.

როგორც რადიო “თბილისს”, ეროვნული ბოტანიკური ბაღის პიარისა და მარკეტინგის განყოფილების უროსმა გიორგი თარხნიშვილმა განუცხადა, ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა კომპანიებმა წარმოადგინეს საკუთარი პროდუქტი. ადგილზე მისული დამთვალიერებელი ნახავს უამრავ ხე-მცენარეს, ბაღებისა და ეზოებისთვის დეკორატიულ ყვავილებსა და მარადმწვანე ნარგაობებს.

გიორგი თარხნიშვილის თქმით, გამოფენა ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდება.

GREEN EXPO ორ დღეს, 19 და 20 მაისს გაგრძელდება.

მოუსმინეთ გიორგი თარხნიშვილის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button