მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ხვალ, 12:00 საათზე, ჟურნალისტები ვახტანგ გომელაურს პარლამენტთან დახვდებიან
მედიის წარმომადგენლები, ხვალ 18 ივლისს 12 :00 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტთან დახვდებიან.
ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა ვახო სანაიამ აქციაზე დააანონსა.
“ხვალ, ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ რა შეგვიძლია”-თქვა ვახო სანაიამ.
ვახტანგ გომელაური დეპუტატების კითხვებს ხვალ პარლამენტში უპასუხებს.