მნიშვნელოვანირეგიონი

ხვალ, დამოუკიდებლობის დღეს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ

კახეთის რვა მუნიციპლიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის,26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ყველა ქალაქში კულტურული, შემეცნებითი და საზეიმო აქტივობები ჩატარდება.

26 მაისის აღსანიშნავი აქტივობების ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ყვავილებით შეამკობენ დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების მემორიალს, გაიმართება დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის ინსცენირება, ჩატარდება მეწარმეების სხვადასხვა სახის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო, ფოლკლორული და მუსიკალური ანსამბლები კონცერტებს გამართავენ.

თელავში, ინტელექტუალურ თამაშებში გამარკვებულ სკოლას , თასი გადაეცემა.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ეროვნული დღესასწაულია.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, გოლოვინის გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ამიეკავკასიის სეიმმა, თავისი უკანასკნი სხდომა ჩაატარა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა.

იმავე დარბაზში , საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა, რომელმაც „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ ერთხმად დაამტკიცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button