მნიშვნელოვანირეგიონი

” ქვეყნის მოღალატეების ადგილი”-თელავში საპირფარეშოსთან ბერძენიშვილის ფოტო ჩამოკიდეს

” ქვეყნის მოღალატეების ადგილი”- ასეთი წარწერით, ლევან ბერძენიშვილის ფოტო, თელავში საპირფარეშოსთან დაკიდეს.
თელავში ისტორიულ ჭადართან ახლოს მდებარე საპირფარეშოს შესასვლელში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, ქართველი პოლიტიკოსის, ლევან ბერძენიშვილის ფოტო ჩამოკიდეს.

პოლიტიკოსის ფოტო ადგილობრივებმა, დღეს შენიშნეს.
თელავში ფიქრობენ, რომ ფოტოს განათავსება საპირფარეშოს შესასვლელში, პროტესტის ნიშნად მოხდა, რაც ლევან ბერძენიშვილის მიერ, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორეს შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა პოლიტიკოსის შეურაცხმყოფელი პოსტები და მოსაზრებები.
ერეკლე მეორეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის წარმოსაჩენად ფეისბუქ მომხმარებლებმა კამპანიაც კი დაიწყეს, რაც მათი განმარტებით, ორი კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

ერეკლე მეორესა და 1783 წელს რუსეთთან გაფორმებული ტრაქტატის შესახებ, ფილოლოგმა და პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა Youtube არხზე სახელწოდებით KVara ისაუბრა
უკაცრავად, მაგრამ ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და – ომი გინდათ? ნუ ერეკლემაც მაგ თქვა, რა, – აბა ომი გინდათო, კაცო. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა, ვინ მოგცა ნებაო“, –თქვა ბერძენიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button