მნიშვნელოვანირეგიონი

პარლამენტში თელავის გენდერული საბჭოს ინიციატივა არ განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივა დაბლოკეს.
საკანონმდებლო ინიციატივა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის, 1 ივნისის დასვენების დღედ გამოცხადებას შეეხებოდა.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ევალებოდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ინიციატივა, პირადად, კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დაბლოკა.

ინიციატივაზე უარის თქმის თაობაზე, პარლამენტს განმარტება არ გაუკეთებია.
თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო განმარტავს, რომ საკითხზე ჯერ ინფორმაციაარ აქვს.
” თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პარლამენტისგან არ მიუღია ოფიციალური წერილი და შესაბამისად არ გვაქვს ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია”- განუცხადეს საბჭოში რადიო ჰერეთს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიგი გიგიტელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არ არის მიმართული თვითმმართველობის გაძლიერებისკენ.

” აქ ორი საკითხია. ერთი გახლავთ ის, რომ დასვენების დღეებით ერთ- ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. მეორე ამბავია, რომ ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივა. დაზუსტებით ვერ გეტყვით, კომიტეტის მიდგომა იყო თუ არა აქეთ მიმართული, მაგრამ ზოგადად, ხელისუფლების პოლიტიკაა, რომ თვითმმართველობები არ გათამამდნენ, არ განვითარდნენ, ამის გამოხატულებ იყო, რომ თელავს ჩამოერთვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. რეალურად, არის არჩეული მერი და არჩეული საკრებულო და მაკო ტროლებელ რგოლად, სამხარეო ადმინისტრაციები. ეს არის მიდგომა, სამწუხაროდ”-განაცხადა გიგიტელაშვილმა.

საკანონმდებლო ინიციატივა გენდერული თანასწორობის საბჭომ, საქართველოს პარლამენტს ერთი თვის წინ წარუდგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button