მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ხვალ საქართველოში 168 000 დოზა “ფაიზერის”ვაქცინა შემოვა

ხვალ, 31 ივლისს საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის დამატებითი დოზები ჩამოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით,ქვეყანაში 168 000 დოზა “ფაიზერის” ვაქცინა შემოვა.გამყრელიძის განმარტებით, ეს ის რაოდენობაა, რომელიც სახელმწიფომ იყიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია.

ვაქცინაციაზე საუბრისას, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს.

ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button