მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ხვალიდან აფხაზეთი ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს

20 თებერვლიდან აფხაზეთი ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს. ამის მიზეზი კი ენგურჰესში წყლის დონის დაწევაა. როგორც ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ თქვა, წყალსაცავში 15-20 დღის მარაგია დარჩენილი. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

“ეს დამოკიდებული იქნება ამინდზე და შემოდინებაზე. რაც შეეხება აფხაზეთს, ხვალიდან გეგმავენ შეზღუდვებს. იმპორტის თემაზეც მუშაობენ, ჯერ არ ვიცი რამდენად შეძლებენ. მაგრამ შეზღუდვები ნამდვილად იქნება. დაახლოებით 1-1.2 მილიონი კვტ.სთ-ის შეზღუდვაზეა საუბარი დღე-ღამის განმავლობაში“, – თქვა ლევან მებონიამ.

მიუხედავად იმისა, რომ კაშხალზე გამომუშავებული ენერგიის უდიდესი ნაწილი აფხაზეთში მიდის, ის მაინც არ არის საკმარისი და მარტში ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის შეძენა მოუწევს.

ცნობისთვის, აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი ყოველწლიურად იანვარ-თებერვალში იქმნება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის მოსახლეობის ელექტროენერგიით სრულად უზრუნველყოფის მიზნით, ელექტროენერგია დამატებით რუსეთის ფედერაციისგან შეისყიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button