მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ქარმა 87 ხე, 62 შენობის სახურავი და 32 მანქანა დააზიანა

ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა.

მათ შორის ყველაზე მეტი – 200 შეტყობინება თბილისიდან.

ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა: 87 ხე; 62 შენობის სახურავი; 32 ავტომანქანა; ბუნებრივი აირის 8 მილი; მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი და 4 სარეკლამო ბილბორდი.

ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 თებერვალს, დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 20 თებერვლიდან კი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქარი ჩადგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button