რეგიონი

ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.

მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას განცხადებით, 9 აპრილი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმამაღალი განაცხადია თავისუფლებისთვის, რომლის მონაპოვარია დღეს ქვეყნის თანამედროვე დამოუკიდებლობა.

“ეს იყო იდეის გარშემო გაერთიანებული საქართველო, რომელიც შეეწინააღმდეგა რეპრესიულ რეჟმს, რომელმაც სასტიკად დაარბია, დასაჯა ქართველი ხალხი და გვქონდა მსხვერპლი. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს და ვთქვა, რომ მომავალ თაობებს ისინი მუდამ ემახსოვრებათ და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას. მადლობა თავისუფლებისთვის!“- აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.
ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა კი, ფოთის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი ფოთში მიაგო და 9 აპრილის ხეივანში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მსგავსი პოსტები

Back to top button