ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის მსურველთაგან „ევერტონი“ გააქტიურდა

ყაზანის „რუბინის“ და საქართველოს ნაკრების მარცხენა გარემარბით, კიდევ ერთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა. ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ახლა ლივერპულის „ევერტონს“ სურს.
სპორტული ჟურნალისტი რუდი გალეტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ლიდს იუნაიტედსა“ და „ევერტონს“ შორის კვარაცხელიას გამო დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. „რუბინის“ შემტევს კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს, თუმცა ევერტონი მზადაა ქართველ ფეხბურთელში 20-დან 25 მილიონ ევრომდე გადაიხადოს. – ამბობს რეპორტიორი.
„ლიდსის“ ინტერესი უკვე დიდი ხნისაა. იმასაც ამბობენ, რომ ივლისიდან ვარჯიშს ხვიჩა იქ გააგრძელებს, თუმცა ჯერ კოშტა უნდა წავიდეს. – წერს სოციალური მედია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რუსული პრემიერლიგის გასულ სეზონში 4 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.
პორტალ ტრანსფერმარკეტზე მისი ოფიციალური ღირებულება უკვე 18 მლნ ევროა.