კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 26 პირს დაუდგინდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, კიევ-პეჩერის ლავრაში ორი სასულიერო პირი გარდაიცვალა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში მდებარე სამონასატრო კომპლექსში 63 სასულიერო პირია ინფიცირებული. ქვეყანაში ეკლესიები დახურული არ არის, მაგრამ მასობრივი რელიგიური ღონისძიებები აკრძალულია.
13 აპრილს კიევ-პეჩერის ლავრაში კარანტინი დაწესდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფექციას 93 ადამიანი ემსხვერპლა, 3 102 კი, დაინფიცირდა.