მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კიევს რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად მოთმინება ეწურება

“მზად ვართ, რუსეთთან მოლაპარაკებები წარვმართოთ, სანამ გვიან არ არის,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, საფრანგეთის Science Po-ს სტუდენტებისთვის ვირტუალური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კიევს რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად მოთმინება ეწურება და რუსი ოკუპანტების მიერ, კიევში ჩადენილი სისასტიკის მზარდი მტკიცებულებებია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სურვილი რუსეთთან მოლაპარაკებების თაობაზე „ყოველ ახალ ბუჩასთან, ახალ მარიუპოლთან ერთად ქრება“. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საფრანგეთის Science Po-ს უნივერსიტეტისთვის სტუდენტებისთვის ვირტუალური მიმართვისას ისაუბრა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ, ეს მოლაპარაკებები წარვმართოთ, სანამ გვიან არ არის. ყოველი ახალ ბუჩათი, ყოველი ახალი მარიუპოლით, ყოველი ახალი ქალაქით, სადაც ათეულობით გარდაცვლილი ადამიანია, გაუპატიურების შემთხვევებია, ყოველი ახალი სისასტიკით, ქრება მოლაპარაკებების სურვილი და შესაძლებლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წესით ამ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button