მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდში უკრაინის მოქალაქეს შვილი შეეძინა

ზუგდიდში უკრაინის მოქალაქეს შვილი შეეძინა.
მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ვახტანგ ტარანს და მარია გორდულავას მეორე შვილი – ადელინა კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ.
სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურება გაუწია.

უკრაინის ქალაქ ოდესიდან ლტოლვილი მარია ომის დაწყების შემდეგ უფროს შვილთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, მეუღლე კი უკრაინაში იმყოფება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ომის დაწყების შემდეგ ეს მეორე უკრაინული ოჯახია, რომელსაც შვილი შეეძინა, ადელინამდე მარტვილში მცხოვრებ წყვილს ვაჟი ეყოლა, რომელსაც ბაგრატი დაარქვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button